- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 

       მორის თომას ძე ფოცხიშვილი დაიბადა 1930 წლის 11 ივნისს ქალაქ თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

       1959–1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა “ლიტერატურა და ხელოვნებაში”. 1970 წლიდან იყო მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი, 1979–1982 წლებში ჟურნალ “ცისკრის” მთავარი რედაქტორი, ხოლო 1982 წლიდან იყო გამომცემლობა “ნაკადულის”დირექტორი.

       მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე. მისი ლექსები გვიტაცებს ცხოვრების წინააღმდეგობების რეალისტური გადაწყვეტით. პოეტმა იცის, რომ ცხოვრება სიძნელეებთან და დაბრკოლებებთან გამუდმებული ჭიდილია. იგი შეჰხარის “სიცოცხლის იმ ესტაფეტას”, რომელსაც თაობათა კავშირი ქმნის.

 

     

 

 

 

 

 

მორის ფოცხიშვილის ლექსებზე შექმნილი სიმღერები
ჩემი სამშობლო საქართველოა
1976
     
 
სწრაფვა
1983
     
 
ყველაფერი სიყვარულს
1985
     
 
ასე თუ შემიყვარებდი
1985
     
 

 

 

მორის ფოცხიშვილი
Copyright 2012.www.zurabchinchaladze.ge