- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 

       ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში 1941 წელს, იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილო-ლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.

       ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ ”მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. მისი პოეტური კრებულები შემდგომში მრავალჯერ გამოიცა (1957, 1960, 1967, 1976, 1984, 1985). ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია ს. მალარმეს, ა. პუშკინის და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები, მოგონებები.

 

 

 

ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები
პაწაწინა რტო ვარ
1974
ლევან ლაზარიშვილი
სტუდია "ორქიდეა"
 
სტუდია "ბატი-ბუტი"
გიორგი ღოღობერიძე
თათუკა ლაზარიშვილი
ირაკლი შალიკაშვილი
საპირველმაისო
1976
     
 

 

 

ანა კალანდაძე
Copyright 2012.www.zurabchinchaladze.ge