- როგორც ყველა ქართველი ისე ვემზადები ახალი წლისთვის, ვხვდებით ოჯახებში, სხვაგან რომ ვხვდები, ის წელიწადი რაღაც არ მიდის კარგად, ყველა მსმენელს წინასწარ ვულოცავ ახალ წელს, დღეს ძალიან მხიარული, მამაპაპური სიმღერის პრემიერით მოვედით, ეს სიმღერა გიორგი მშვენიერაძის შეკვეთით დაიწერა, რამე ჯიგრიანი, მამაპაპური დაწერეთო, „არ დაიდარდოს” შეკვეთა იყო და გავაკეთეთ, სხვათაშორის „მამაპური” ქალმა დაწერა, მზია გელაშვილმა, ამ ბოლო დროს მასთან ვთანამშრომლობ, პიანისტია, მაგრამ ძალიან კარგ ტექსტებს წერს. მეგობრული დუეტია, კლიპის გადაღება ერთი თვე მიმდინარეობდა, ფოთში, კასპში, კახეთში და სხვა ადგილებში ვიყავით ჩასული, გადაიღო ჯონი ელაშვილმა. სადღეგრძელოა ეს სიმღერა, ვფიქრობ ძალიან აქტუალური იქნება. ერთი რამ მინდა გითხრა, ნიუ-იორკში ჩავჯექი მანქანაში, გავიხედე შენი ხმა მესმის, როგორც აღოჩნდა ”არ დაიდარდოს” უსმენდნენ.
გაგვაცანიჯემალბერძენიშვილი…
- ჯემალის არსებობა წლების განმავლობაში ვიცოდი, მაგრამ რატომ არ მოღვაწეობდა აქტიურად ეს თავად თქვას. ისეთი კარგი ადამიანია, ამ სიბერეში ძმაკაცი გავიჩინე,
ჯემალბერძენიშვილი:
- მთელ საქართველოს ახალი წელი მინდა მივულოცო, მე წლების განმავლობაში საქართველოში არ ვიყავი, უღრმესი მადლობა ზურაბს, რომ სიბერის ჟამს ისევ გამომიყვანა. ახალგაზრდობაში ვმღეროდი, შემდეგ დავანებე თავი და აი ახლა ისევ…
როგორიათქვენისამომავლოგეგმები? ზურაბჩინჩალაძე:
- ერთად ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, სიმღერის ჩაწერას, გაზაფხულიდან კი ვგეგმავთ ერთ თვიან ტურნეს საქართველოს მასშტაბით, შემდეგ კი ევროპა და ამერიკას ვესტუმრებით. მე საქართველოს ტელევიზიების დონეზე ვერ ავედი, მხოლოდ ევროპის, ამერიკის, თელავივის დონეზე ვარ, ჩვენი ტელევიზიები არ უშვებენ ჩემს ნამუშევრებს…
მადლობასტუმრობისთვის, წარმატებებსგისურვებთ…
გადაცემის ვიდეო ჩანაწერი
ზურაბ ჩინჩალაძე და ჯემალ ბერძენიშვილი - "მამაპაპური" (ვიდეო)