„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ კომპოზიტორ-შემსრულებელი ზურაბ ჩინჩალაძე ეწვია
- რა ხდება ახალი და საინტერესო?
- ახალი ის არის, რომ რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობთ. ამერიკაში დიდი გასტროლებისთვის ვემზადები. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, დიდი ხანია არაფერი დამიწერია.
- თქვენს შემოქმედებაში სევდამ იმატა…
- ტექსტი მომცეს, რომელიც ნამდვილად სევდანარევი იყო. სწორედ ამიტომ გამოვიდა სევდიანი სიმღერა.
- ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომლის სახელწოდებაა „შარშან“.
- სიმღერა 1996 წელს დაიწერა, მაგრამ ამ გაზაფხულს აღვადგინე. კლიპი ჯონი ელაშვილმა ბაზალეთის ტბაზე გადაიღო. მინდა ჩამოვთვალო ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კლიპის გადაღებაში წვლილი შეიტანა. ესენი გახლავთ: გიორგი მაზანაშვილი, მერაბ სულუაშვილმა, დავით ქევხიშვილი, ზაზა გუგუშვილი. გიორგი სუარიძე. მსახიობები ანი წილოსანი და ლუკა ნიკოლეიშვილი არიან. კლიპში ჩემი მეგობარი რამაზ ხუცურაულიც გადავიღე. სიმღერა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სტუდიაში ჩაიწერა.
- ყველამ ვინც ჩამოვთვალე, საკუთარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ კლიპს დღის სინათლე ეხილა.
- როგორია სამომავლო გეგმები?
- სამომავლო გეგმებში ერთთვიანი გასტროლებია უკრაინის სარესტორნო ქსელში. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
|