03-09-2018
 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

* * * * * * * * * * * * * * * * * *

ზურაბ ჩინჩალაძე - აღარავინ მელოდება" (აუდიო)

* * * * * * * * * * * * * * * * * *

 

 

 

გადაცემას რადიო დუეტი კომპოზიტორი და შემსრულებელი ზურაბ ჩინჩალაძე ესტუმრა. მუსიკოსმა 2 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა ჩაწერა და მისი პრემიერა სწორედ „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა.

- ახალი სიმღერით გვესტუმრე...

- 2 წელი იქნება რაც საესტრადო ნამუშევარი აღარ დამიწერია. მთელი ეს პერიოდი ძირითადად კლასიკაზე ვმუშაობდი და ერთი თვის წინ ისევ ესტრადას დავუბრუნდი. ამჟამად ახალ ალბომზე ვმუშაობ. ერთ-ერთი სიმღერა დღეს თქვენთან მოვიტანე. სიმღერა ჩემმა მეგობარმა მომცა. ხოლო, თუ ვის ეკუთვნის ტექსტი უცნობია. საუბარია სიმღერაზე - „ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე“, რომელიც გურამ წოწკოლაურმა წლების წინ შექმნა. ტექსტის ავტორი მაშინაც უცნობი იყო.

- როგორც ვიცი ბევრი გასვლითი კონცერტები გაქვს და ბევრსაც მოგზაურობ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ძალიან მიკვირს რა მოსწონთ ხოლმე ჩემს ჩახლეჩილ ხმაში. განსაკუთრებით კი იტალიელებს და უახლოეს მომავალში სწორედ იტალიაში მივფრინავ. 8 მარტს რომში მაქვს კონცერტი და 10-ში უკანვე ვბრუნდები. სხვაგან დიდ ხანს ვერ ვძლებ ხოლმე.

- რაც შეეხება ახალ სიმღერას - „აღარავინ მელოდება“, რატომ გადაწყვიტე ამ სიმღერით დაბრუნება?

- ტექსტი იმდენად მომეწონა, რომ სიმღერა მალევე დავუწერე. როგორც უკვე გითხარით, ბოლო ორი წელი საესტრადო სიმღერა აღარ დამიწერია, მხოლოდ საოპერო და საფორტეპიანო ნამუშევრებზე ვმუშაობდი. „აღარავინ მელოდება“ ძალიან ნიჭიერმა ბიჭმა გიორგი ქვრივიშვილმა ჩამაწერინა, ხოლო ტექსტზე - როგორც უკვე გითხარით მისი ავტორი უცნობია.++

 

 

 

 

 

 

 

ზურაბ ჩინჩალაძე - აღარავინ მელოდება" (ვიდეო)