25-10-2016

გადაცემას ”რადიო დუეტი” კომპოზიტორი ზურაბ ჩინჩალაძე ესტუმრა.
ბევრი საინტერესო სიახლე გაქვთ...

- დიახ, მე არ ვჩერდები, სულ არის ჩემთან რაღაც ახალი...
ორი ახალი სიმღერით გვესტუმრეთ...

- ერთ-ერთი მათგანი 1996 წელს არის დაწერილი, თუმცა შარშან საბერძნეთში გასტროლის წინ გადავაკეთე. მეორე სიმღერა კი 2015 წელს დაიწერა, ”არ დაიდარდოში” არცერთი არ მომიტანია.
ბევრს მოგზაურობთ ბატონო ზურაბ...

- წელს ვიყავი ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ისრაელში, ქართველ ემიგრანტებს ვხვდები ხოლმე. მე ჩემს თავს მომღერლად არ მივიჩნევ, კომპოზიტორი ვარ. 12 ნოემბერს ამერიკაში ვიქნები და გავიცნობ ქალბატონს, მომღერალ მანანა დონაძეს, რომელთანაც უკვე 6 სიმღერა მაქვს ჩაწერილი და პირადად არ ვიცნობ. ამერიკაში ერთი თვე დავრჩები. როდესაც ჩამოვალ საქართველოში, მეორე დღეს მივდივარ ისრაელში.
- მანანა დონაძე: - რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, სკაიპით ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და 12 ნოემბერს შევხვდებით ერთმანეთს, რესტორან ”ნაციონალშია” კონცერტი საღამოს 18:00 საათზე. იგეგმება ბევრი საინტერესო რამ. ბედნიერი ვარ, რომ შეგვიძლია ქართველ ემიგრანტებს კიდევ ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქოთ. იმასაც კი ვერ განვსაზღვრავთ რამდენ საათს შეიძლება ჩვენი შეხვედრა გაგრძელდეს. არ წყდება ზარები და ყველა მეკითხება, სად უნდა შეიძინონ ბილეთები.
- ბესო ჩუბინიძე: - ქალბატონი მანანა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ის ხელშესახებ მონატრებას სჩუქნის ქართველ ემიგრანტებს ამჯერად ზურა ჩინჩალაძის სახით. მე მინახავს როგორ ეფერებიან იტალიელი ემიგრანტები ზურას და როგორ ეფერება ის მსმენელს.
მოგვიყევით სიმღერაზე ”ვაიმე, ვაიმე”...

- ეს სიმღერა თავდაპირველად პოლიტიკური ხასიათის იყო, თუმცა არ მიყვარს პოლიტიკაში ჩარევა და შევცვალეთ ტექსტი. ჩემი შეხედულებები მაქვს, მინდა, რომ ყველა შერიგდეს. საქართველოს გარდა სხვაგან ვერ ვიცხოვრებ.
საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვთ?

- არ დამითვლია, მაგრამ 2000-ზე მეტი. ბევრი საბავშვო სიმღერაც მაქვს. პირველად სიმღერა 14 წლის ასაკში დავწერე. ვთანამშრომლობ გიორგი ქვრიშვილითან.
”მეიდანის ანგელოზო”- ასე ჰქვია, ერთ-ერთ სიმღერას, რომლის პრემიერაც ახლა შედგება... მეორეს კი ქვია ”გულო ნუ გაჩუმდები”...

- მე არ მიყვარს ასეთი სტილი, მაგრამ მსმენელი მთხოვს ხოლმე, ამიტომაც ვმღერი, რა ვქნა. სიმღერისა და არანჟირების ავტორი მე ვარ. რაც შეეხება სიმღერას ”გულო ნუ გაჩუმდები”, როგორც აღვნიშნე, დაიწერა 1996 წელს. ხალხს ძალიან მოეწონა...
რა გეგმები გაქვთ?

- 31 დეკემბრის ღამეს, იტალიაში, ქალაქ ბარიში ვიმღერებ. მომავალ წელს ვგეგმავ ათენში მასტერ-კლასები ჩავატარო, ეს საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.

Зураб Чинчаладзе - "Не молчи сердце"
--------------------------------------------------------------------
Зураб Чинчаладзе - "Ангел Меидана"
--------------------------------------------------------------------
З.Чинчаладзе & М.Донадзе - "Алало Далало"
--------------------------------------------------------------------
Аудио запись передачи

Видео коллаж

Фотографии

 
Copyright 2012.www.chinchaladze.ge