11-09-2015

 

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ზურაბ ჩინჩალაძე და თორნიკე ტატიშვილი ესტუმრნენ.

- რა სიახლეები ბატონო ზურა, როგორ მიდის ცხოვრება?

- ყველაფერი კარგადაა. ვემზადები დიდი კონცერტისთვის, რომელიც საზღვარგარეთ გაიმართება, კერძოდ ნიუ-იორკში, სადაც უამრავი ემიგრანტი გველოდება. კონცერტი ოქტომბრის ბოლოსაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა რეზო ტატიშვილმა მითხრა, რომ მისი შვილი მღეროდა. მეც დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ თორნიკე რეპ შემსრულებელია, თან მართლაც ძალიან კარგი. მე ძალიან მიყვარს რეპი.

Аудио запись передачи

* * * * * * * * * * * * * * * * * *

Зураб Чинчаладзе и Торнике Татишвили

"Последняя встреча"

* * * * * * * * * * * * * * * * * *

 

- ბატონო ზურა, გაგვაცანით ეს ახალგაზრდა, ვიცი, რომ მისი სიმღერები სხვა რადიოსადგურებში უკვე აქტიურად ტრიალებს.

- მას პატარაობიდანვე ვიცნობდი. ამიტომ როცა თანამშრომლობა შემომთავაზა, ძალიან გამიკვირდა. სიმღერაც შევარჩიეთ. მეგონა რომ უნდა გაერეპა, მაგრამ... დაიწყო სიმღერა. მართლაც კარგი ხედვა აქვს, ახალ კლიპებსაც ერთად ვიღებთ.

- თორნიკე, რამდენი წელია, რაც რეპთან გაქვს შეხება?

- 31 წლის გახლავართ და 2000 წლიდან უკვე მუსიკაში ვარ. 2006-07 წლებიდან კი  რეპში და RNB-ში დავიწყე მოღვაწეობა. ბევრი სიმღერა მაქვს ჩაწერილი. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები. ამ სიმღერის ჩაწერაც უკვე რამდენიმე წელია მინდა და როგორც კი ბატონი ზურა გავიცანი, მაშინვე შევთავაზე. იმდენად მომეწონა მუსიკის ეს მიმდინარეობა, რომ ალბათ ამიერიდან ამ სტილში ვიმუშავებ.

- ბატონო ზურა, ზოგადად რამდენად ხშირად თანამშრომლობთ სხვა მუსიკოსებთან, წერთ დუეტებს?

- პირველი დუეტი ლია ლეჟავასთან მქონდა. შემდეგ დიდი ხანი არავისთან აღარ მიმუშავია. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი ამ მხრივ ბევრი სიახლე მაქვს. მაგალითად რამდენიმე დუეტი მანანა დონაძესთან ჩავწერე. ახლაც 4 ახალი სიმღერა გვაქვს, რომელსაც მაყურებელი კონცერტზე მოისმენს. ზოგადად კონცერტზე ძირითადად ახალ სიმღერებს შევასრულებთ.

- თორნიკე რატომ გადაწყვიტე სწორედ ზურა ჩინჩალაძის სიმღერის შესრულება?

- ეს სიმღერა, რომელზეც დუეტი გავაკეთეთ, მართლაც დიდი ხანია მომწონს და როგორც კი შანსი მომეცა ბატონ ზურას დუეტის ჩაწერა შევთავაზე, მანაც საბედნიეროდ უარი არ მითხრა.

- ბატონო ზურა, რას აპირებთ მომავალში, როგორია თქვენი გეგმები?

- კარგა ხანია ბალეტს ვწერ და ერთი სული მაქვს დავასრულო. ეს უკვე ჩემი მეორე ბალეტია. სულ რაღაც მიშლის ხელს, რომ ეს ნაწარმოები დავასრულო. ასევე ვმუშაობ ახალ სიმღერებზე და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ვემზადები კონცერტისთვის.

- რას გვეტყვით ახალ სიმღერაზე?

- ”შენ, ისევ შენ” - ჩემი სიმღერაა, ლექსი ნინო სირბილაძეს ეკუთვნის. არანჟირებაც თავად გავაკეთე. ჩემმა მეგობარმა გიორგი ქვრივიშვილმა კი მასტერინგი, ბალანსი გააკეთა.

Видео запись передачи