14-10-2014

”რადიო დუეტის” მეორე ნაწილის სტუმრები კომპოზიტორ-შემსრულებელი ზურაბ ჩინჩალაძე და მომღერალი ბადრი ჯანაშვილი გახლდათ.

 

 

 

 

 

Аудио запись передачи

* * * * * * * * * * * * * * * * * *

Зураб Чинчаладзе и Бадри Джанашвили

"Грузин и Еврей" (Аудио)

* * * * * * * * * * * * * * * * * *

 

- მოგვიყევით თქვენს შესახებ ბატონო ბადრი, დიდი ხანია ისრაელში ცხოვრობთ...

ბადრი ჯანაშვილი: - დავიბადე ქალაქ გორში, გავიზარდე სურამში, 1975 წლიდან უკვე თბილისში ვცხოვრობდი. ისრაელში 1993 წელს წავედი. სამი თვეა, რაც აქეთ ვარ, მამა-პაპისეული სახლის გაკეთება დავიწყე სურამში, მინდა, რომ კერა არ მოიშალოს.

- ვისაუბროთ იმ დუეტზე, რომლითაც დღეს ჩვენ გვესტუმრეთ...

ბადრი: - ეს არის მეგობრობის, მოფერების, ჩახუტების სიმღერა. ეს სიმღერა ორი ერის სიყვარულზეა შექმნილი. დუდუკს ლევან კურტანიძე უკრავს. ამ სიმღერის ავტორი არის ზურაბ ჩინჩალაძე, მასვე ეკუთვნის არანჟირებაც. ტექსტის ავტორი არის დავით ქურიძე. გადაღებული გვაქვს კლიპიც, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება მზად, რეჟისორი გახლავთ დავით ქურიძე. ძველი თბილისის მიდამოებში გადავიღეთ. სიმღერის სახელწოდებაა”ქართველი და ებრაელი”. სიმღერა ნუკრი რუხაძის სტუდიაში ჩაიწერა.

- ბატონო ზურაბ, იმ სიმღერის ისტორია მოგვიყევით, რომელიც ჩვენს ეთერში უკვე ჟღერს და ძალიან პოპულარულია.

- სადღაც თვენახევრის წინ დაიწერა ეს სიმღერა. პოეტმა დავით ქურიძემ მას ”ვაიმე ვაიმე” დაარქვა. მუსიკა მანამდე მქონდა დაწერილი. ზოგიერთი მეკითხება შეყვარებული ხომ არ ხარო, მაგრამ რა შუაშია ეს. სამომავლოდ საზღვარგარეთ ერთობლივი კონცერტები გვაქვს დაგეგმილი. მე დიდი მომღერალი არ ვარ, ხალხს ვუყვარვარ იმიტომ რომ ჩახლეჩილი ხმა მაქვს. ბევრი ამბობს, რომ ჩვენი ხმები ერთმანეთს უხდება. ამიტომ გავაგრძელებთ დუეტების ჩაწერას. ჩვენ კიდევ რვა სიმღერა გვაქვს მომზადებული, ზოგი ჩქარი, საცეკვაო, ზოგიც ნელი. ჩვენ ჩვენი პროექტი გვაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ.

 

 

Видео запись передачи

 

Зураб Чинчаладзе и Бадри Джанашвили

"Грузин и Еврей" (Аудио